
GAIA-ს სტუდენტური AI კლუბი თიბისის მხარდაჭერით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით ფუნქციონირებს და აერთიანებს AI-ის კვლევით დაინტერესებულ სტუდენტებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.
სტუდენტური AI კლუბის 2025-2026 წლის მიღება დაწყებულია.
კლუბის შესახებ
ხელოვნური ინტელექტის სტუდენტურ კლუბში საქართველოს უნივერსიტეტების AI კვლევებით დაინტერესებული სტუდენტები კურატორებთან ერთად სამეცნიერო ნაშრომებზე მუშაობენ. პარალელურად კი მათ AI-ის წამყვანი პროფესიონალები ცოდნას და გამოცდილებას უზიარებენ
კლუბის მიზანი სტუდენტების AI და მონაცემთა მეცნიერების სფეროში კვლევითი უნარების განვითარება და მათი კარიერისთვის მომზადებაა. ამ მიმართულებებით ახალი თაობის პროფესიონალების განვითარების ხელშეწყობა კი GAIA-ს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
მუშაობას წამყვან AI მკვლევარებთან ერთად AI-ისთან დაკავშირებულ საინტერესო და პერსპექტიულ თემებზე
კვლევითი უნარების განვითარებას
საუკეთესო ნაშრომების საერთაშორისო კონფერენციებზე/ექსპოებზე გაგზავნას, საუკეთესო გუნდის კონფერენციაზე მონაწილეობას
პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირებას
რეგულარულ ლექციებსა და შეხვედრებს საქართველოს წამყვან AI და მონაცემთა მეცნიერების პროფესიონალებთან
სასწავლო რესურსებს და მენტორინგს
კლუბში მონაწილეები დაყოფილი იქნებიან გუნდებად და იმუშავებენ ერთი კონკრეტული საკვლევ თემაზე/პროექტზე კვლევის ხელმძღვანელთან ერთად.
კლუბი ყოველკვირეულად შეიკრიბება და განიხილავს თემასთან დაკავშირებულ საინტერესო მასალებს, გუნდის პროგრესს და გეგმებს.
გუნდებმა უნდა მოამზადონ სამეცნიერო ნაშრომი/სტატია, რომელიც გაიგზავნება საერთაშორისო კონფერენციებზე/ექსპოებზე. კლუბის დასრულებამდე გამოვლინდება საუკეთესო ნაშრომის ავტორი გუნდი, რომელიც გაემგზავრება სამეცნიერო კონფერენციაზე/ექსპოზე.
საორიენტაციო საკვლევი თემები/პროექტები წინასწარ იქნება ცნობილი, ხოლო მათი საბოლოო შერჩევა და განაწილება მოხდება კლუბის დაკომპლექტების შემდეგ.
კლუბში გაწევრიანება შეუძლიათ საქართველოს უნივერსიტეტების III და IV კურსის და მაგისტრატურის სტუდენტებს, ასევე ახალ კურსდამთავრებულებს, რომლებსაც აინტერესებთ AI-ის კვლევა
კლუბის შეხვედრები ჩატარდება ყოველკვირეულად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. თუმცა, კლუბში მონაწილეობა ონლაინაც იქნება შესაძლებელი. დროის და ზუსტი ადგილის შესახებ წინასწარ ეცნობებათ კლუბის წევრებს.
კლუბში გაწევრიანებისთვის შეავსე აპლიკაცია, შემდეგ გაიარე მოკლე ტესტი (მათემატიკა, პროგრამირება) და გაიარე გასაუბრება კვლევის პოტენციურ ხელმძღვანელთან.
კლუბში შერჩევის მთავარი პირობებია:
AI-ის კვლევის ინტერესი
AI-ის, მათემატიკისა და პროგრამის კარგი ცოდნა
კლუბის მენტორები და კვლევის ხელმძღვანელები საქართველოს წამყვანი AI ინჟინრები იქნებიან.
მენტორების შესახებ ინფორმაცია ცნობილი იქნება 22 ოქტომბერს.